пятница, 12 марта 2010 г.

სასწავლო პროექტი



  • პროექტის სახელი: ~მოგზაურობა წარსულში~
  • პროექტის მიზანი: ძველი სამყაროს სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშების გაცნობა, რით  არის გამორჩეული თითოეული ქვეყნის ხელოვნება, სხვადასხვა ნამუშევრის მოძიება, შექმნა.
  • პროექტის სრული აღწერა: კლასი  დაიყოფა ორ ჯგუფად. თითოეული ჯგუფის წევრები ერთობლივად განსაზღვრავენ მოცემული თემის გაკვეთილებზე განხილულ რომელ ქვეყანას შეარჩევენ პროექტისათვის. გამოიყენებენ უფროსების დახმარებით მოძიებულ ინფორმაციებს, ფოტოებს,  წიგნში მოცემულ სასწავლო მასალას. დაადგენენ რა სახის ნამუშევრებს შექმნიან, გაინაწილებენ ფუnქციებს, დაინტერესდებიან რას აკეთებენ ჯგუფის სხვა წევრები, დაეხმარებიან ერთმანეთს.
  • მონაწილეთა ასაკი: – 9 წელი.
  • ვადები/ხანგრძლივობა: ერთი კვირა.
  • მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ჩანაწერები, ფოტოები, მოსწავლეების მიერ შესრულებული ნამუშევრები. ეს ყველაფერი დამაგრდება დიდი ფორმატის ქაღალდზე, გაუკეთდება წარწერები დიდი ფერადოვანი ასოებით, მოხდება ნამუშევრების გამოფენა./ნახატები, თიხისაგან შესრულებული ფიგურები, ფერადი ქაღალდებისაგან დამზადებული  სხვადასხვა ნამუშევრები/
  • სარგებელი სხვებისთვის: მოიწვევენ პარალელური კლასის მოსწავლეებს, აუხსნიან პროექტის წერის წესებს, დაათვალიერებინებენ გამოფენას, აჩვენებენ ნამუშევრებს.
  • პროექტის ფასილიტატორი: მაია აბაშმაძე
  • ფასილიტატორის ელ.ფოსტა: maia.abashmadze@gmail.com